ჩვენ მისოებთან მიმართებით რეფორმების ერთი ტალღა უკვე გავატარეთ და გვაქვს მომავალშიც დაგეგმილი სიახლეები - ამის შესახებ რადიო „პალიტრასა“ და ,,პალიტრანიუსის“ გადაცემაში ,,საქმე“. ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა პაპუნა ლეჟავამ განაცხადა.
მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ბაზრიდან ბევრი კომპანია გავიდა, არ შემცირებულა პორტფელის საერთო მოცულობა.
,,პირველ რიგში, უნდა ითქვას, რომ მიკროსაფინანსო სექტორი უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს ქართულ საფინანსო ბაზარზე, მიუხედავად იმისა, რომ პორტფელის მოცულობა საბანკო სფეროსთან შედარებით მცირეა და ბაზრის მხოლოდ 3% უჭირავს. თუმცა თუ შევხედავთ სხვა პარამეტრებს, დასაქმებულთა ოდენობა, ფილიალები, ადამიანთა მომსახურება, ამ პარამეტრებით დაახლოებით 20-30% აღწევს მათი წილი.
ჩვენ მისოებთან მიმართებით რეფორმების ერთი ტალღა უკვე გავატარეთ და გვაქვს მომავალშიც დაგეგმილი სიახლეები.
ჩვენს მიერ გატარებული რეფორმის შედეგად, ბაზარი შეიცვალა და გაჯანსაღდა როგორც რეპუტაციულად, ასევე მუშაობის სტრუქტურით. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი მოთამაშე გავიდა ბაზრიდან, ჯამურად მისოების პორტფელი არ შემცირებულა, პირიქით სექტორი იზრდება და იზრდება, ინვესტორების ინტერესიც სექტორის მიმართ“, - ამბობს ლეჟავა ,,საქმეში“.