როგორ შეიცვალა ლონდონის საფონდო ბირჟაზე ქართული კომპანიების აქციების ღირებულება 2020 წელს

2020 წლის განმავლობაში ლონდონის საფონდო ბირჟაზე დალისტული ქართული კომპანიების აქციების ღირებულება შემცირდა. წლიურ ჭრილში ყველაზე მეტად საქართველოს კაპიტალის (CGEO) აქციები გაიაფდა, ყველაზე ნაკლებად კი TBC PLC-ის.

უფრო კონკრეტულად:

TBC PLC-ის ერთი აქციის ღირებულება 2020 წლის ბოლო ვაჭრობის შედეგად 12.50 გირვანქა სტერლინგი გახდა. წლის დასაწყისში კი ერთი აქცია 12,98 გირვანქა სტერლინგი ღირდა. შესაბამისად, წლიურ ჭრილში „თიბისის“ აქციების ღირებულება 3,69%-ით გაიფდა. ამასთან, წლის ბოლოს TBC PLC-ის საბაზრო კაპიტალიზაცია 690.55 მილიონს გირვანქა სტერლინგს შეადგენს.

საქართველოს ბანკის (BGEO) ერთი აქციის ღირებულებამ წლის ბოლოს 12,20 გირვანქა სტერლინგს შეადგინდა, მაშინ, როცა 2020 წლის დასაწყისში მისი ფასი 16,62 გირვანქა იყო. შესაბამისად, წლიურ ჭრილში BGEO-ს აქციების ღირებულება 26,59%-ით შემცირდა. ამჟამად კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია 618.55 მილიონს გირვანქა სტერლინგს შეადგენს.

2020 წელს ყველაზე მეტად შემცირდა საქართველოს კაპიტალის (CGEO) აქციების ღირებულება. წლის ბოლოს ერთი აქციის ფასი 5,40 გირვანქა სტენლინგი იყო, ეს კი 39,32%-ით ნაკლების 2020 წლის ვაჭრობის პირველ დღეს. მაშინ CGEO-ს ერთი აქცია 8,90 გირვანქა სტერლინგი ღირდა. ამჟამად კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია 263,47 მილიონ გირვანქა სტერლინგს შეადგენს.

ცნობისათვის, ლონდონის საფონდო ბირჟაზე 2020 წელს 4 ქართული კომპანია იყო დალისტული. თუმცა 2020 წლის აგვისტოში "საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფმა" (GHG) საკუთარი გადაწყვეტილების შედეგად, დელისტინგი განახორციელა.

წყარო: londonstockexchange.com