საქართველოში კორონავირუსით კიდევ 31 ადამიანი გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 31 ადამიანი გარდაიცვალა.

"სამწუხაროდ, ბოლო 24 საათში გვაქვს კორონავირუსით გარდაცვალების 31 ახალი შემთხვევა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 2 603 პირი ემსხვერპლა", - ნათქვამია ინფორმაციაში, რომელსაც მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ცნობისთვის, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 2 795 კვლევა ტესტით, მათ შორის 1 868 კვლევა ანტიგენის ტესტით და 927 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 417 ახალი დადასტურებული შემთხვევა, ხოლო ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 229 169-ს. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 2 469 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 220 442-მდე.