2021 წლის პირველ დღეს მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებული ციფრული ვალუტის ფასმა 2020 წლის მეორე ნახევრის ზრდის ტენდენცია შეინარჩუნა. მაგრამ თუ პირველ იანვარს მისი ფასი 29,000 დოლარი იყო, უკვე 2 იანვარს ის კიდევ უფრო გაიზარდა და 32,000 დოლარს გადასცდა. ხოლო დღეს, 3 იანვარს, თბილისის დროით 13:03 საათისთვის მისი ფასი 34,403 დოლარია.
ანალიტიკოსების აზრით, ბიტკოინის ფასი ზრდას განაგრძობს, ასე რომ, მისი ყიდვით დღეს და ხვალ მაინც მოგებული დარჩებით. მათი პროგნოზით, ციფრული ვალუტის ფასმა შესაძლოა, 2021 წლის განავლობაში 100,000 დოლარს მიაღწიოს.
ბიტკოინი - ეს არის ბლოკჩეინის ტექნოლოგიაზე დაფუძნებული დეცენტრალიზებული სისტემის ციფრული ვალუტა, რომლის „მოპოვება“ შეუძლია სისტემის მონაწილე ნებისმიერ ადამიანს. ამისთვის საჭიროა ახალი ბლოკ-სისტემების შექმნა.
კონცეფცია თავდაპირველად 2008 წელს გამოქვენდა და მისი ავტორია სატოში ნაკამოტო. თუმცა ბიტკოინის პოპულარობის პიკი მხოლოდ ბოლო წლებში დაფიქსირდა. ბიტკოინის ემისია ჩვეულებრივი მეთოდით შეზღუდულია და ამ დროისთვის ბიტკოინების დიდი ნაწილი უკვე „მოპოვებულია“.