ჯერკ იდევ 5 წლის წინ კომპანიაში Tesla ოცნებობდნენ ნახევარი მილიონი ავტომობილის გამოშვებას და აი ის 2020-ში ასრულდა. კომპანიამ ოფიციალურად წარმოადგინა 2020 წლის გაყიდვების შესახებ ანგარიში, საიდანაც ვიგებთ, რომ მან მყიდველებს მთელი გასული წლის განმავლობაში მიაწოდა 499 550 ავტომობილი, დამრგვალებით კი ნამდვილად გამოდის ის ნახევარი მილიონი, რომელზეც კომპანია ოცნებობდა.
არადა, აღსანიშნავია, რომ 2020 წელი ბევრი ავტომწარმოებლისთვის და მათ შორის, Tesla-სთვისაც რთული წელი იყო. გაზაფხულზე ლოქდაუნის გამო კომპანიის სათავაო ოფისმა მიიღო გადაწყვეტილება ქარხნის მუშაობის შეჩერებაზე, მაკომპლექტებლების მიწოდების შეფერხება კი კომპანიაში ამ დრომდე ფიქსირდება. მიუხედავად ამისა, კომპანიამ მეოთხე კვარტალში მოახერხა 180,570 ავტომობილის მიწოდება.
2020 წლის განმავლობაში კომპანიამ აწარმოა: 54 805 Model S და Model X და 454 932 Model 3 და Model Y მოდელები, ჯამში — 509 737 ავტომობილი. მიწოდებამ კი შეადგინა 499 550 ავტო, აქედან 57 039 Model S და Model X და 442 511 Model 3 და Model Y მოდელები.
Tesla-ში საკუთარ მიღწევას მოკრძალებულად გამოეხმაურნენ: „2020 წელს ჩვენ ვაწარმოეთ და მივაწოდეთ ნახევარი მილიონი ავტომობილი, რაც შეესაბამებოდა ჩვენს ადრინდელ პროგნოზსს. გარდა ამისა, დაიწყო Model Y - მოდელის წარმოება შანხაიში და მოსალოდნელია, რომ მიწოდება დაიწყება უახლოეს მომავალში.“ - წერია განცახდებაში.
რაც შეეხება მომდევნო წლების გეგმას, 2021 წელი ამბიციური არ არის, აი 2022 წლისთვის კი კომპანია აპირებს 1 მილიონი ავტომობილის გაყიდვას.