ამერიკული საიუველირო კომპანია Tiffany & Co.-ს აქციონერებმა მხარი დაუჭირეს კომპანიის შერწყმის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას ფუფუნების საგნების ფრანგულ მწარმოებელ კომპანიასთან LVMH Moet Hennessy Louis Vuitton.
როგორც LVMH-ის პრეს-რელიზში ვკითხულობთ, გუშინ გამართულ მორიგ შეკრებაზე, Tiffany-ის აქციონერების უდიდესმა უმრავლესობამ მხარი დაუჭირა შეცვლილ შეთანხმებას, რომელსაც მხარეებმა მიაღწიეს 2020 წლის 29 ოქტომბერს.
მოსალოდნელია, რომს შეთანხმების დასრულება მოხდება 7 იანვარს.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ფრანგული კომპანია Tiffany-ის თითო აქციაში გადაიხდიდა 131,5 დოლარს, ჯამში კი ეს მას 15,8 მილიარდი დოლარი დაუჯდებოდა. ამასთან, Tiffany აქციონერებს გადაუხდის დივიდენდებს აქციაზე 0,58 დოლარის ოდენობით. თავიდან LVMH მზად იყო Tiffany-ის თითო ცალ აქციაში 135 დოლარი გადაეხადა.
LVMH-ის აქციებზე ფასმა 2020 წელს 24%-ით მოიმატა და მისმა ჯამურმა კაპიტალიზაციამ 258,1 მილიარდი ევრო შეადგინა.
Tiffany-ის კაპიტალიზაცია კი 2020 წელს 1,7%-ით შემცირდა და 15,95 მილიარდი დოლარი შეადგინა.