„ოპეკი“ 2021 წელს ნავთობზე მოთხოვნის ზრდას პროგნოზირებს

ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების ორგანზიაცია „ოპეკი“ 2021 წელს ნავთობზე მოთხოვნის ზრდას პროგნოზირებს. ორგანიზაციის გათვლებით, წელს დღე-ღამეში საწვავზე მოთხოვნა 5,9 მილიონი ბარელით გაიზრდება და 95,9 მილიონ ბარელს მიაღწევს. ამის შესახებ ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა მუჰამედ ბარკინდომ „ოპეკის“ ტექნიკური მონიტორინგის კომიტეტის სხდომის გამართვის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, „ოპეკ+“-ის მიერ 2020 წლის 2 დეკემბერში მიღებული დადგენილების შესაბამისად, უკვე მომდევნო თვეებში შეიძლება დაბრუდნეს ბაზარზე 2 მილიონი ბარელით მეტი ნავთობი. ამასთან, მხარეები შეთანხმდნენ, რომ ბაზარზე არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, ნებისმიერ მომენტში მოახდენენ ამ მონაცემების კორექტირებას. მისი თქმით, კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინაციის ამბები პოზიტიურ გავლენას ახდენს სანავთობო ბაზარზე.

დღეს თბილისის დროით 18;00 საათზე „ოპეკ+“ წევრი ქვეყნების მინისტრები ონლაინ შეიკრიბებიან, რათა მიიღონ გადაწყვეტილება თებერვალში მოპოვებასთან დაკავშირებით. 3 დეკემბრის შეხვედრაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ ეტაპობრივად გაზრდიდნენ მოპოვებას, არაუმეტეს 0,5 მილიონი ბარელისა თვეში.

კოკა კვირკველია