პაშა ბანკის მხარდაჭერით, წეროვანში ახალგორის დევნილი მოსახლეობისთვის ახალგაზრდული სამკითხველო მოეწყო. პროექტის ინიციატორი ეროვნული ბიბლიოთეკის საგანმანათლებლო მოძრაობა, ეკვილიბრიუმია.
წეროვანის დევნილთა დასახლებაში მცხოვრები ბავშვები და მოზარდები უკვე შეძლებენ, ეზიარონ თანამედროვე ავტორთა შემოქმედებას და გაიმრავალფეროვნონ ცოდნა.
„ეკვილიბრიუმი გულისხმობს სოფლის ბიბლიოთეკების წიგნებით, ინტერნეტით, კომპიუტერით მომარაგებას, მათ აღდგენას. ძალიან გვიხარია, რომ პაშა ბანკი შემოუერთდა ჩვენს ინიციატივას და საახალწლო საჩუქრად, სწორედ 31 დეკემბერს ჩავიტანეთ წეროვანის დევნილთა დასახლებისთვის უახლესი გამოცემები. ვფიქრობ, რომ ეს მრავალმხრივ მნიშვნელოვანი ამბავია და ბუნებრივია, იმედი გვაქვს, რომ ეს თანამშრომლობა გაგრძელდება“,- გიორგი კეკელიძე, ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი.
„გვიხარია, რომ ეკვილიბრიუმის პროექტში ჩართვის შანსი მოგვეცა და ჩვენი წვლილი შევიტანეთ წეროვანის დევნილთა დასახლებაში მცხოვრები ბავშვებისა და მოზარდების განათლებასა და განვითარებაში. იმედი გვაქვს, მომავალშიც შევძლებთ, სულ უფრო მეტი ბავშვისთვის გავხადოთ წიგნი ხელმისაწვდომი“,- პაშა ბანკის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ანანო ქორქია.
პაშა ბანკს ამ დრომდე არაერთი პროექტი აქვს განხორციელებული გარემოს დაცვისა და გამწვანების მიმართულებით.
პაშა ბანკი ფინანსური ინსტიტუტია, რომლის სათაო ოფისიც ბაქოში მდებარეობს. ის ოპერირებს საქართველოში, თურქეთსა და აზერბაიჯანში. პაშა ბანკი მსხვილ, საშუალო და მცირე ზომის ბიზნესკომპანიებს საინვესტიციო და კორპორაციულ მომსახურებას უწევს.