დედოფლისწყაროში „ფრონტერა ისტერნ ჯორჯიას“ ყოფილმა თანამშრომლებმა სახელფასო დავალიანების მოთხოვნით მორიგი აქცია გამართეს.
საქმე ეხება 84 ადამიანს, რომელიც თითქმის ერთი წელია 11 თვის კუთვნილი ხელფასის მიღებას და სამსახურში აღდგენას ითხოვს.
მათი ინფორმაციით, ბაზიდან ნავთობის გატანის მიუხედავად, კომპანიამ დაპირება არ შეასრულა და სახელფასო დავალიანება არ დაფარა, კომპანიის წინააღმდეგ სასამართლოში შეტანილი სარჩელის განხილვა კი დღემდე ვერ მოხერხდა.
აქციის მონაწილეები ხელისუფლებისგან ყურადღებას ითხოვენ, სხვა შემთხვევაში კი აქციების გაგრძელებას აანონსებენ.