„კომპანიებს, რომლებიც 2-კვირიანი დასვენების პერიოდში იმუშავებენ, ჯარიმა არ დაეკისრება,“ - ამის შესახებ, რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ დამსაქმებელთა ასოციაციის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ შალვა ცხაკაიამ განაცხადა.
„იმედგაცრუებულები ვართ, რომ მთავრობამ არ შემოიტანა სრული სიცხადე, თუ რა სახის უქმე დღეებზე გვაქვს საუბარი. რეალურად, ის ჩამონათვალი, რაც მთავრობის დადგენილებაშია ძალიან მცირეა, შესაბამისად, ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით უფრო მეტი კითხვაა, ვიდრე დაზუსტება. დაუზუსტებელია მედიასთან დაკავშირებით ეს საკითხი, ასევე გაურკვეველია იმ კომპანიების საკითხი, ვინც ინტერნეტს გვაწვდის. ამ დადგენილებებით, ნებისმიერ საჯარო სამსახურს განესაზღვრა სრული დისკრეცია, თავისუფალი არჩევანი ვინ ამუშაონ და ვინ არა. ანუ რეალურად ეს შეზღუდვები ასე მძიმედ და გაურკვევლად მხოლოდ კერძო სექტორზე გავრცელდა.
მთავარი კითხვა არის, თუ რა სახის უქმე დღეებია ქვეყანაში გამოცხადებული. თუმცა ამაზე პასუხი საკმაოდ რთულია ისევ და ისევ არსებული გაურკვეველი დადგენილებიდან გამომდინარე. შრომის კოდექსი განსაზღვრავს ზოგად უქმე დღეებს. დაახლოებით, 17 ასეთი უქმე დღე გვაქვს, რომელთა შემთხვევაშიც თუ დამსაქმებელი თანამშრომელს სთხოვს მუშაობას, დამსაქმებელი ვალდებულია ზეგანაკვეთური ანაზღაურება გადაიხადოს. ამასთან, დამსაქმებელს არ აქვს უფლება, დასაქმებულს სხვა დღეებში მოსთხოვოს ამ უქმე დღეების ანაზღაურება. თუმცა, ახლა შრომის კოდექსით, მთავრობას გამონაკლისის სახით მიეცა უფლება დაადგინოს სხვა უქმე დღეებიც, რომლებიც განსხვავდება იმით, რომ ასეთ დღეებში დამსაქმებელი უფლებამოსილია თანამშრომელი დაასვენოს, მაგრამ ამის სანაცვლოდ სხვა დასხვენების დღეს მოსთხოვოს მუშაობა.
რაც შეეხება იმ კომპანიას, რომელიც ამ 2-კვირიანი დასვენების პერიოდში გააგრძელებს საქმიანობას, არანაირი სანქცია და ადმინისტრაციული ჯარიმა არ დაეკისრება. რადგან ჩვენი აზრით, ეს არის უქმე დღე, რომელსაც მთავრობა აწესებს და რომლის სანაცვლოდაც დამსაქმებელი უფლებამოსილია თანამშრომელს მოსთხოვოს მუშაობა სხვა დასვენების დღეებში, შესაბამისად, თუ დამსაქმებელი შეუთანხმდა დასაქმებულს იმუშაონ იანვრის დღეებში, ეს არ იქნება დარღვევა და იქნება ორმხრივი შეთანხმება,“-განაცხადა ცხაკაიამ.
მთავრობის გადაწყვეტილებით, 2021 წლის 3 იანვრიდან 6 იანვრის ჩათვლით და 8 იანვრიდან 15 იანვრის ჩათვლით დღეები უქმე, ანუ დასვენების დღეებად ცხადდება. ჯანდაცვის, ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის მინისტრების ერთობლივი ბრძანებით, განისაზღვრა საქმიანობები, რომელთაც „უქმე დღეების განსაზღვრის შესახებ“ დადგენილება არ შეეხება. ესენია: