1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.3028 ლარი გახდა.
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 3.3028 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.2766 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0262 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 4.0605 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 4.0233 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0372 შეადგინა.