6 იანვარს თბილისის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

გადაუდებელი სამუშაოების გამო 6 იანვარს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია „თელასი“ ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, საბურთალოს რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება ნუცუბიძის პლატოს I მიკრორაიონის და ლორთქიფანიძის ქუჩის მოსახლეობას.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო და აცხადებს, რომ სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.