გერმანიის მთავრობა და 16 ფედერალური რეგიონი კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული „ლოქდაუნის“ 31 იანვრამდე გახანგრძლივებაზე შეთანხმდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას გერმანული გამოცემა Bild-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, რეგიონების პრემიერები და ქვეყნის კანცლერი ანგელა მერკელი სამშაბათს შეხვედრას გამართავენ და აღნიშნულ საკითხზე იმსჯელებენ.
გერმანიაში მკაცრი შეზღუდვები 16 დეკემბრიდან შევიდა ძალაში და მისი ვადა 10 იანვარს იწურება.