PSA-ს აქციონერებმა Fiat Chrysler-თან შერწყმას მხარი დაუჭირეს

ფრანგული საავტომობილო გიგანტი PSA-ის აქციონერებმა ოფიციალურად დაუჭირეს მხარი იტალიურ-ამერიკულ კომპანიასთან Fiat Chrysler Automobiles (FCA) შერწყმას, რომლის შედეგად შეიქმნება ახალი საავტომობილო კონცერნი Stellantis. ამის შესახებ ფრანგული გამოცემა Le Point წერს.

ჟურნალის ინფორმაციით, შეთანხმების შესახებ კენჭისყრა აქციონერების კრებაზე შედგა, რომელიც ონლაინ გაიმართა. როგორც PSA-ის თავკაცმა კარლოს ტრავარესმა განაცხადა, შეთანხმების ძალაში შესვლის თარიღი ძალიან მალე გამოცხადდება.

მანამდე კი შერწყმის შესახებ შეთანხმებას მხარი დაუჭირა ევროკომისიამ. იმისათვის, რომ ევროკომისიამ გაანეიტრალოს ახალი მონოპოლიური წარმონაქმნის შექმნა ბაზარზე, ორივე მხარემ აიღო ვალდებულებათა პაკეტი, მათ შორის, შემსუბუქდეს PSA და Toyota-ს შორის არსებული შეთანხმების ნორმები ევროპის ბაზარზე, ასევე შეიქმნას პირობები Peugeot და Fiat Chrysler-ის ავტომობილებისთვის ლიცენზირებული მომსახურებისთვის, როგორც ბაზრის დამოუკიდებელი მონაწილეებისთვის.

კომპანიების შერწყმის შესახებ გადაწყევტილება 2019 წელს ოქტომბერში გამოცხადდა, იმავე წლის დეკემბერში კი მხარეებმა შეთანხმებას მოაწერეს ხელი. წინასწარი ვარაუდით შერწყმის საბოლოო დასრულებას 12-15 თვე დასჭირდებოდა.

კოკა კვირკველია