საქართველოში კორონავირუსით კიდევ 18 ადამიანი გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 18 ადამიანი გარდაიცვალა.

ამის შესახებ ინფორმაციას კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი საკოორდინაციო საბჭო ავრცელებს.

„სამწუხაროდ, ბოლო 24 საათში გვაქვს კორონავირუსით გარდაცვალების 18 ახალი შემთხვევა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 2 646 პირი ემსხვერპლა“, - აცხადებენ საბჭოში.