საქართველოში კორონავირუსით კიდევ 18 ადამიანი გარდაიცვალა.
ამის შესახებ ინფორმაციას კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი საკოორდინაციო საბჭო ავრცელებს.
„სამწუხაროდ, ბოლო 24 საათში გვაქვს კორონავირუსით გარდაცვალების 18 ახალი შემთხვევა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 2 646 პირი ემსხვერპლა“, - აცხადებენ საბჭოში.