საქსტატის მონაცემებით, ერთი წლის განმავლობაში ქორწინების ოქროს ბეჭედი 42.81%-ით გაძვირდა.
როგორც საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ ინფლაციის მაჩვენებლებშია აღნიშნული, 2020 წლის დეკემბერში წლიური ინფლაციის დონემ 2.4 პროცენტი შეადგინა.
რაც შეეხება ერთი წლის განმავლობაში მნიშვნელოვნად გაძვირებულ პროდუქტებს და მომსახურებებს, ფასების ყველაზე დიდი, 42.81%-იანი მატება სწორედ ქორწინების 958 სინჯის ოქროს ბეჭედზე დაფიქსირდა. შემდეგია მზესუმზირის ზეთი, რომლის ფასიც 2020 წლის დეკემბერში წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით 41.97%-ით გაიზარდა, 37.62%-ით გაძვირდა წიწიბურა, 31,82%-ით - სტომატოლოგის მომსახურება (კბილის ამოღება). ამასთან, 31.81%-ითაა გაძვირებული ტკივილგამაყუჩებელი მედიკამენტები.
ერთი წლის განმავლობაში ყველაზე მეტად გაძვირებული პროდუქტებისა და მომსახურებების ათეულში ხვდება ასევე: