თბილისში, კერძოდ, ვაკეში იყიდება ბინა, რომლის ღირებულება 6 606 000 ლარს (2 000 000 აშშ დოლარი) შეადგენს.
როგორც Ss.ge-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია აღნიშნული, პენტჰაუსის ფართობი 487 კვ.მ-ია. ამასთან, აქვს შვიდი ოთახი, აქედან 5 საძინებელი. ბინა მდებარეობს მეცამეტე სართულზე.
"იყიდება საცხოვრებელი 7-ოთახიანი ბინა, პენტჰაუსი, ახალი მაღალი ხარისხის რემონტით, ვერანდით, ხედებით, ავეჯით, ტექნიკით; 24 საათიანი დაცვა, კონსიერჟი, ვაკეში - აბაშიძის ქუჩაზე"- აღნიშნულია განცხადებაში.