დღეს, 6 იანვარს, 21:00 საათიდან დილის 05:00 საათამდე დაწესებული გადაადგილების შეზღუდვა არ იმოქმედებს. გამონაკლისი საშობაო ლიტურგიის გამო დაიშვება.
შეგახსენებთ, რომ ანალოგიური გადაწყვეტილება იყო მიღებული 31 დეკემბერსაც, როცა შეზღუდვა მხოლოდ ერთ, ახალი წლის ღამეს იყო მოხსნილი.
საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ხვალ, 7 იანვრიდან 21:00 საათიდან დილის 05:00 საათამდე დაწესებული გადაადგილების შეზღუდვა კვლავ ძალაში იქნება.
მთავრობა შობის ღამეს გამონაკლისის დაწესების მიუხედავად, მოქალაქეებს მოუწოდებს, დღესასწაული ვიწრო საოჯახო წრეში აღნიშნონ.