ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 800 ახალი დადასტურებული შემთხვევა, -ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მან კორონავირუსთან დაკავშირებით, 6 იანვრის მდგომარეობით არსებულ უახლეს სტატისტიკურ მონაცემებზე ისაუბრა.
„ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 14 839 კვლევა ტესტით, მათ შორის 8 253 კვლევა ანტიგენის ტესტით და 6 586 PCR ტესტით.
ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 800 ახალი დადასტურებული შემთხვევა, ხოლო ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 233 879-ს.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 489 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 223 276-მდე.
სამწუხაროდ, ბოლო 24 საათში გვაქვს კორონავირუსით გარდაცვალების 20 ახალი შემთხვევა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 2 666 პირი ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 800 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 735 შემთხვევა, აჭარა-119, იმერეთი-331, ქვემო ქართლი-128, შიდა ქართლი-103, გურია-43, სამეგრელო - ზემო სვანეთი-151, კახეთი-116, მცხეთა-მთიანეთი-22, სამცხე-ჯავახეთი -35, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი-17.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 7 911, საიდანაც, 3 901 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში-1 921, აჭარაში-359, იმერეთში-731. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 863 პირი, მათ შორის, თბილისში-364, აჭარაში-92, იმერეთში-213. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 279 პირი, მათგან თბილისში-171, აჭარაში-18, იმერეთში-34. 765 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 211-თბილისში, 455-აჭარაში, 26-იმერეთში. 3 245 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 484 ადამიანი, მათ შორის, თბილისში-154, აჭარაში-45, ხოლო იმერეთში-64.
სულ 6 ოქტომბრიდან - 5 იანვრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია-21 235 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 24 279 ადამიანი, მათ შორის თბილისში-14 703 პირი, აჭარაში-1 958, იმერეთში-2 497”,-განაცხადა ბერდია სიჭინავამ.