მსოფლიო სავაჭრო ბირჟებზე Brent-ის მარკის ნავთობის ფასი 54 დოლარამდე გაიზარდა. ამ ფასად აღნიშნული მარკის ნავთობი გასული წლის 26 თებერვალს ივაჭრებოდა.
თბილისის დროით 06:27 საათზე Brent-ის ფასმა 54,02 დოლარი შეადგინა.
რაც შეეხება ამერიკული მსუბუქი ნავთობის WTI-ის (West Texas Intermediate) ფასს, ის 0,5%-ით გაიზარდა და 50,26 დოლარი გახდა, რაც ასევე შარშანდელი თებერვლის მაქსიმუმია.
ტელეკომპანია СNBC-ის ცნობით, ნავთობზე ფასი „ოპეკ+“ ქვეყნების ონლაინ შეხევდრის ფონზე გაიზარდა, რომლებმაც განიხილეს 2021 წელს ნავთობის მოპოვების მოცულობა თებერვალსა და მარტში. შეხვედრაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ ამ ეტაპზე მოპოვება შემცირდება 7,2 მილიონი ბარელით დღე-ღამეში.