2020 წელს ახალი ავტომობილების გაყიდვები ბრიტანეთში 28 წლის მინიმუმზეა

დიდი ბრიტანეთში 2020 წელს ახალი ავტომობილების გაყიდვები წინა წელთან შედარებით 29%-ით, 1,63 მილიონამდე შემცირდა, რაც 1992 წლის შემდეგ ყველაზე დაბალი ნიშნულია. Society of Motor Manufacturers and Traders-ის (SMMT) ინფორმაციით, წინა წელთან შედარებით გაყიდულია 600,000-ით ნაკლები ავტომობილი. აღნიშნულის მიზეზი კი ერთმნიშვნელოვნად პანდემიით გამოწვეული ლოქდაუნი და წარმოებისთვის საჭირო სირთულეებია.

ორგანიზაცია 2019 წელს 2020 წლისთვის 2,2 მილიონი ავტომობილის გაყიდვას ვარაუდობდა. მისივე ინფორმაციით, ინდუსტრიამ დაკარგა 20 მილიარდი გირვანქა სტერლინგი შემოსავალი, ხოლო სახელმწიფო ბიუჯეტმა 1,9 მილიარდი გირვანქა სტერლინგი.

აღსანიშნავია, რომ დიდ ბრიტანეთში გაყიდვების კლება უფრო დრამატული სცენარით განვითარდა, ვიდრე გერმანიასა და საფრანგეთში, თუმცა ოდნავ უკეთ ვიდრე იტალიაში.

განაგრძეთ კითხვა: