იუსტიციის მინისტრის გოჩა ლორთქიფანიძის განცხადებით, დღეის მდგომარეობით, კორონავირუსის ინფექციაზე ინტენსიური ტესტირება არასრულწლოვნებსა და ქალ პატიმრებს ჩაუტარდათ, შედეგად კი 23 ქალ პატიმარს კორონავირუსი დაუდასტურდა.
ამის შესახებ მინისტრმა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
„მინდა ყველა დაგამშვიდოთ. პენიტენციურ სისტემაში ვითარება სრულად ექვემდებარება კონტროლს, როგორც ექვემდებარებოდა აქამდე. ყველა ის კონტროლის მექნიზმი და ფილტრი, რაც ემსახურება კოვიდვირუსის პრევენციას, მის აღმოჩენასა და გამოვლენას, ასევე კონტროლს და ვითარების მართვას, კვლავ მოქმედებს როგორც აქამდე მოქმედებდა. ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, პენიტენციურმა სისტემამ პატიმრების ინტენსიური პისიარ ტესტირება დაიწყო. ეს უკვე მიმდინარეობს და გრძელდება. პირველ რიგში, ეს ჩვენ დავიწყეთ 31 დეკემბრიდან, გეგმაზომიერად მივყვებით, ჯერ ჩავუტარეთ არასრულწლოვნებს, სადაც ყველა ტესტი იყო უარყოფითი შედეგით. შემდეგ გადავედით ქალთა დაწესებულებაზე და 23 შემთხვევაში დადასტუდა კოვიდი. ისინი იზოლირებულები არიან, მათი თანამესაკნეები არიან იზოლიერებულები. ყველა ასეთ შემთხვევაში ხდება მყისიერი რეაგირება. არავითარი საფუძველი აჟიოტაჟის არ არსებობს. ჩვენ 9 ათასამდე ადამიანისა და მათი ოჯახების წინაშე ვართ პასუხისმგებლები. არავითარი საფუძველი შეშფოთების არ არსებობს", - განაცხადა ლორთქიფანიძემ.