თუ ჩვენ დავიცავთ ძირითად წესებს - ესაა პირბადე და დისტანცია, მაშინ ვირუსის გავრცელება იქნება მასქსიმალურად კონტროლირებადი, - ასე პასუხობს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღანელის მოადგილე პაატა იმნაძე ჟურნალისტების შეკითხვას 16 იანვრიდან ტრანსპორტზე დაწესებული შეზღუდვის შესაძლო შემსუბუქების შესახებ.
მისივე თქით, მნიშვნელოვანია ისიც, თუ როგორ შეხვდა მოსახლეობა ახალ წელს.
„ჩემი რეკომენდაცია არის ყველგან და ყოველთვის ერთნაირი - თუ ჩვენ დავიცავთ ძირითად წესებს - ესაა პირბადე და დისტანცია, მაშინ ვირუსის გავრცელება იქნება მაქსიმალურად კონტროლირებადი. თუ არ დავიცავთ და მასიურად არ დავიცავთ, გავრცელება იქნება უფრო აქტიური.
პირველი იანვრის ღამე იქნება მაჩვენებელი - როგორ შეხვდა ჩვენი მოსახლეობა პირველ იანვარს - ახალ წელს, იყო პატარა სუფრები ვიწრო წრეში - არ იქნება დიდი მატება. ყველა ოჯახში არ ვიყავი სტუმრად და არ ვიცი, როგორ ხდებოდა, რომ ვყოფილიყავი ყველა ოჯახში, მეცოდინებოდა ეს. 2000-ზე მეტი რომ დაფიქსირდა გუშინ, ეს არაფერს ნიშნავს, ეს იყო ის, რომ 1-ში, 2-ში და 3-ში იყო ძალიან ცოტა მიმართვიანობა,“- განაცხადა იმნაძემ.