ვინ არიან და რა ქონებას ფლობენ ბიზნესმენები, რომლებიც "პატრიოტთა ალიანსის" სიით პარლამენტში შევიდნენ

"პატ­რი­ოტ­თა ალი­ან­სის" სა­არჩვე­ნო სიის 3 წევ­რი - ბიზ­ნეს­მე­ნე­ბი: და­ვით ზილ­ფი­მი­ა­ნი, ფრი­დონ ინ­ჯია და გელა მი­ქა­ძე, პარ­ტი­ის მიერ პარ­ლა­მენ­ტის­თვის გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი ბო­ი­კო­ტის მი­უ­ხე­და­ვად, პარ­ლა­მენ­ტში შე­ვიდ­ნენ.

მათი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა სა­კა­ნონ­მდებ­ლო ორ­გა­ნომ უკვე სცნო. ამის შემ­დეგ პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რემ, არ­ჩილ თა­ლაკ­ვა­ძემ აღ­ნიშ­ნა, რომ სა­კა­ნონ­მდებ­ლო ორ­გა­ნო­ში ოპო­ზი­ცია უკვე წარ­მოდ­გე­ნე­ლია. უმ­რავ­ლე­სო­ბა იმე­დოვ­ნებს, რომ მათ სხვა ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტი­ე­ბის წევ­რე­ბიც მი­მარ­თა­ვენ და შე­სა­ბა­მი­სად, პარ­ლა­მენტს ერ­თპარ­ტი­უ­ლო­ბის სტა­ტუ­სი მო­ეხ­სნე­ბა. ცნო­ბი­სათ­ვის: "პატ­რი­ოტ­თა ალი­ან­სის" სიით გა­სულ დე­პუ­ტა­ტებს პარ­ლა­მენ­ტმა სა­დე­პუ­ტა­ტო უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა 4 იან­ვარს, შე­უ­წყვი­ტა. კერ­ძოდ, მან­და­ტე­ბი გა­უ­უქ­მდა პარ­ტი­ის სამ წევ­რს - ირმა ინაშ­ვილს, გი­ორ­გი ლო­მი­ა­სა და გოჩა თევ­დო­რა­ძეს, ხოლო გელა მი­ქა­ძემ, ფრი­დონ ინ­ჯი­ამ და და­ვით ზილ­ფი­მი­ან­მა ცენ­ტრა­ლურ სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ას ად­გილ­მო­ნაც­ვლე­ო­ბის შე­სა­ხებ მი­მარ­თეს. სწო­რედ ამ ად­გილ­მო­ნაც­ვლე­ო­ბის პრინ­ცი­პით მოხ­ვდნენ ისი­ნი პარ­ლა­მენ­ტში. პარ­ლა­მენ­ტში ასე­ვე შე­ვი­და "პატ­რი­ოტ­თა" სიის კი­დევ ერთი წევ­რი ავ­თან­დილ მი­ქა­ძე.

ambebi.ge გთა­ვა­ზობთ ოპო­ზი­ცი­უ­რი ერ­თო­ბის წი­ნა­აღ­მდეგ წა­სუ­ლი სამი ბიზ­ნეს­მე­ნის დო­სი­ეს, რო­მელ­თა შო­რის ორი მი­ლი­ო­ნე­რია:

  • გელა მი­ქა­ძე

გელა მი­ქა­ძე და­ი­ბა­და 1971 წლის 30 იან­ვარს. და­ამ­თავ­რა თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის ეკო­ნო­მი­უ­რი, იუ­რი­დი­უ­ლი და და­სავ­ლეთ ევ­რო­პის ენე­ბი­სა და ინ­გლი­სუ­რი ენის ლი­ტე­რა­ტუ­რის ფა­კულ­ტე­ტე­ბი. 1993-2001 წლებ­ში იყო თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის სა­პა­ტენ­ტო-სა­ლი­ცენ­ზიო გან­ყო­ფი­ლე­ბის ინ­ჟი­ნე­რი. 2007 წელს და­ა­ფუძნა შპს "მი­ქა­ძე, გე­გეჭ­კო­რი, თაქთა­ქიშ­ვი­ლი“. 2016-2020 წლებ­ში იყო სა­ქარ­თვე­ლოს მე-9 მოწ­ვე­ვის პარ­ლა­მენ­ტის წევ­რი პარ­ტი­უ­ლი სიით, სა­არ­ჩევ­ნო ბლო­კი: "და­ვით თარ­ხან-მო­უ­რა­ვი, ირმა ინაშ­ვი­ლი - სა­ქარ­თვე­ლოს პატ­რი­ოტ­თა ალი­ან­სი, გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი ოპო­ზი­ცია“. არის სა­ქარ­თვე­ლოს გოლ­ფის ფე­დე­რა­ცი­ის პრე­ზი­დენ­ტი.

გელა მი­ქა­ძე მი­ლი­ო­ნერ­თა სი­ა­შია.

  • რას ვკი­თხუ­ლობთ მის ქო­ნებ­რივ დეკ­ლა­რა­ცი­ა­ში?

გელა მი­ქა­ძის ქო­ნე­ბა, 2019 წლის 31 დე­კემ­ბერს შევ­სე­ბუ­ლი დეკ­ლა­რა­ცი­ის მი­ხედ­ვით, საკ­მა­ოდ თვა­ლის­მომჭრე­ლად გა­მო­ი­ყუ­რე­ბა. ფაქ­ტია, რომ მი­ლი­ო­ნე­რი დე­პუ­ტა­ტი უზარ­მა­ზა­რი ქო­ნე­ბის პატ­რო­ნია, თუმ­ცა მისი დეკ­ლა­რა­ცია ამის სრულ წარ­მოდ­გე­ნას მა­ინც არ იძ­ლე­ვა, ვი­ნა­ი­დან მას­ში შე­ტა­ნი­ლი არ არის მო­ნა­ცე­მე­ბი უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის შე­სა­ხებ, მაგ. სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ბი­ნე­ბი და აგა­რა­კე­ბი. თუმ­ცა ჩა­მოთ­ვლი­ლია ის სა­ბან­კო ან­გა­რი­შე­ბი და კომ­პა­ნი­ე­ბი, რომ­ლის მფლო­ბე­ლიც, ან თა­ნამ­ფლო­ბე­ლიც მი­ქა­ძეა. ასე მა­გა­ლი­თად, მი­ქა­ძი­სა და მისი მე­უღ­ლის სა­ბან­კო ან­გა­რი­შებ­ზე, რო­მე­ლიც გახ­სნი­ლია TBC და “სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კში”, შთამ­ბეჭ­და­ვი თან­ხე­ბია.

რო­გორც აღ­მოჩ­ნდა, გელა მი­ქა­ძე უამ­რა­ვი კომ­პა­ნი­ის მფლო­ბე­ლი და მე­წი­ლეა და ესე­ნია: შპს ჰენ­კელ&ბე­ი­კერ (არა­ბე­თის გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სა­ა­მი­რო­ე­ბი), შპს “რაკ კე­რა­მიკს ჰოლ­დინგ” (სა­ქარ­თვე­ლო), შპს “ქარ­თულ-რუ­სუ­ლი სა­ვაჭ­რო სახ­ლი” (სა­ქარ­თვე­ლო), შპს “პრა­იმ კონ­სტრაქ­შე­ნი” (სა­ქარ­თვე­ლო), შპს “ევ­რა­ზი­ის სა­პა­ტენ­ტო ჯგუ­ფი” (სა­ქარ­თვე­ლო), შპს “კო­კე­ი­ჟან ინ­ვეს­ტმენტ ელა­ი­ენ­სი” (სა­ქარ­თვე­ლო), შპს “ალუ­მი­ნი­უმ ჯორ­ჯია”, შპს “ბეს­ტფორდ დე­ვე­ლოპ­მენტ ელ-ელ-ფი” (დიდი ბრი­ტა­ნე­თი), შპს “მენ­ლა­ინ პრო­ჯექთს ელელ-ფი” (დიდი ბრი­ტა­ნე­თი) და ა.შ.

აღა­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ მისი სა­ხე­ლი ერთ გახ­მა­უ­რე­ბულ სს საქ­მეს და ე.წ. თაღ­ლი­თურ სქე­მას უკავ­შირ­დე­ბა, რის გა­მოც მას არაბ­თა გა­ერ­თი­ა­ნე­ბულ ემი­რა­ტებ­ში და­უს­წრებ­ლად 15 წლით პა­ტიმ­რო­ბაც აქვს მის­ჯი­ლი. "სა­ქარ­თვე­ლოს პატ­რი­ოტ­თა ალი­ან­სის“ წევ­რმა, პარ­ლა­მენ­ტარ­მა და "რა­კია ჯორ­ჯი­ას“ ყო­ფილ­მა ხელ­მძღვა­ნელ­მა თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში საქ­მე თაღ­ლი­თო­ბის გამო წა­ა­გო. სა­სა­მარ­თლომ გელა მი­ქა­ძეს­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი კომ­პა­ნია "ჯორ­ჯია გოლფ ენდ რე­ზორ­ტი’’ და­ა­ვალ­დე­ბუ­ლა "რა­კია ჯორ­ჯი­ას“ და­უბ­რუ­ნოს თაღ­ლი­თუ­რი გზით მით­ვი­სე­ბუ­ლი მი­წე­ბი და და­ფა­როს შე­სა­ბა­მი­სი ხარ­ჯე­ბი. საქ­მე ეხე­ბა 951 ჰა მი­წის ნაკ­ვეთს მუხ­რო­ვან­ში, რო­მე­ლიც მი­ქა­ძემ 2007 წელს "რა­კია ჯორ­ჯი­ას“ დი­რექ­ტო­რო­ბის პე­რი­ოდ­ში კომ­პა­ნი­ას მისი ახლო პარტნი­ო­რი­სა­გან 27.200.000 ლა­რად, რე­ა­ლურ ღი­რე­ბუ­ლე­ბა­ზე და­ახ­ლო­ე­ბით 10-ჯერ ძვი­რად აყი­დი­ნა, ხოლო პოს­ტის და­ტო­ვე­ბამ­დე 2012 წლის ივ­ლის­ში გა­ა­ფორ­მა კონ­ტრაქ­ტი ოფ­შო­რულ ზო­ნა­ში და­რე­გის­ტრი­რე­ბულ სა­კუ­თარ კომ­პა­ნი­ას­თან და "რა­კი­ას“ კუთ­ვნი­ლი 27 მი­ლი­ო­ნად ნა­ყი­დი მი­წე­ბი 2 მი­ლი­ო­ნად მიჰ­ყი­და სა­კუ­თარ თავს და ეს თან­ხაც კი არ გა­და­ი­ხა­და.

მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი, თა­ვი­სი კომ­პა­ნი­ის წი­ლე­ბის 2/3 თა­ნამ­ზრახ­ვე­ლებ­ზე ხა­ტერ მა­სა­ადსა და ალ სა­დექ­ზე მხო­ლოდ 2 დო­ლა­რად გა­ას­ხვი­სა. ეს ადას­ტუ­რებს, რომ ეს სამი ადა­მი­ა­ნი სა­ერ­თა­შო­რი­სო თაღ­ლი­თუ­რი სქე­მით მოქ­მე­დებ­დნენ და მათ წი­ნა­აღ­მდეგ საქ­მე არა­ერთ ქვე­ყა­ნა­შია აღ­ძრუ­ლი. ასე­ვე, გელა მი­ქა­ძე არაბ­თა გა­ერ­თი­ა­ნე­ბულ ემი­რა­ტებ­ში დამ­ნა­შა­ვედ ცნეს და 15 წლით პა­ტიმ­რო­ბა მი­უ­სა­ჯეს. მრა­ვალ­მი­ლი­ო­ნი­ან საქ­მე­ზე გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა­ში, რო­მე­ლიც ფო­თის პორ­ტის გა­ყიდ­ვას უკავ­შირ­დე­ბა, მო­სა­მარ­თლე სა­მეჰ ჰა­მედ შე­კე­რი ას­კვნის, რომ მი­ქა­ძემ, ხა­ტერ მა­სა­ად­მა და გი­ორ­გი ჯა­ნა­ში­ამ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ზი­ა­ნი მი­ა­ყე­ნეს კომ­პა­ნი­ის ფი­ნან­სურ რე­სურსსა და ინ­ტე­რე­სებს, რო­მელ­შიც თა­ვად მუ­შა­ობ­დნენ. მი­ქა­ძემ კი­თხვის ნიშ­ნის ქვეშ და­ა­ყე­ნა ემი­რა­ტე­ბის სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა და გა­ნა­ცხა­და, რომ იგი ბედს სხვა ქვეყ­ნის სა­სა­მარ­თლო­ში სცდი­და. ის შემ­დეგ სა­ქარ­თვე­ლოს სა­სა­მარ­თლო­შიც გამ­ტყუნ­და. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ქარ­თულ მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბას­თან გელა მი­ქა­ძეს უკვე ჰქონ­და პრობ­ლე­მე­ბი, 2013 წელს იყო და­კა­ვე­ბუ­ლი, საპ­რო­ცე­სო შე­თან­ხმე­ბით და­აღ­წია თავი პა­ტიმ­რო­ბას და აღი­ა­რა და­ნა­შა­უ­ლი“, - ნათ­ქვა­მია ”რა­კია ჯორ­ჯი­ას” მიერ გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­ში.

"პატ­რი­ოტ­თა ალი­ან­სის“ სიის წევ­რი, დე­პუ­ტა­ტი გელა მი­ქა­ძე გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სა­ე­მი­რო­ე­ბის სა­სა­მარ­თლოს მიერ 15-წლი­ა­ნი პა­ტიმ­რო­ბის შე­ფარ­დე­ბა­ზე ასეთ კო­მენ­ტარს აკე­თებს: "ამ სა­ე­მი­როს ჰყავს შე­ი­ხი, რო­მე­ლიც თა­ვად არის მო­სა­მარ­თლეც, პრო­კუ­რო­რიც და ბრალ­მდე­ბე­ლიც, შე­სა­ბა­მი­სად ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ერ­თპი­როვ­ნუ­ლად იყო გა­მო­ტა­ნი­ლი. სა­სა­მარ­თლო 7 წლის წი­ნან­დელ და ჩემ­თვის გა­ურ­კვე­ველ ამ­ბავ­ზე მე­და­ვე­ბა".

მი­სი­ვე თქმით, ფლობ­და კომ­პა­ნი­ას, რო­მე­ლიც 2010 წელს გა­ყი­და და ამ დრომ­დე ამ სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით კი­თხვის ნიშ­ნე­ბი არ ყო­ფი­ლა. გელა მი­ქა­ძეს გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სა­ე­მი­რო­ე­ბის სა­სა­მარ­თლომ 17 მი­ლი­ო­ნის მით­ვი­სე­ბის­თვის 15 წლი­ა­ნი პა­ტიმ­რო­ბა მი­უ­სა­ჯა.

პარ­ლა­მენ­ტში გელა მი­ქა­ძის მოღ­ვა­წე­ო­ბა ერთი ნიშ­ნი­თაც გა­მორ­ჩე­უ­ლია. "სა­ერ­თა­შო­რი­სო გამჭვირ­ვა­ლო­ბა - სა­ქარ­თვე­ლომ" რო­დე­საც პარ­ლა­მენ­ტის 2018 წლის მუ­შა­ო­ბა შე­ა­ფა­სა, ან­გა­რიშ­ში მოხ­ვდა დე­პუ­ტა­ტე­ბის საქ­მი­ა­ნო­ბის შე­ფა­სე­ბა და აღ­მოჩ­ნდა, რომ სი­ტყვით გა­მოს­ვლის უფ­ლე­ბით სა­ერ­თოდ არ უსარ­გებ­ლია 30 დე­პუ­ტატს, რო­მელ­თა შო­რის გელა მი­ქა­ძეც იყო.

  • და­ვით ზილ­ფი­მი­ა­ნი

და­ვით ზილ­ფი­მი­ა­ნი რა­დი­ო­ფი­ზი­კი­სა და ელექტრო­ნი­კის სპე­ცი­ა­ლის­ტია. 1979-2003 წლებ­ში ის მეც­ნი­ე­რე­ბა­თა აკა­დე­მი­ის გე­ო­ფი­ზი­კის ინ­სტი­ტუ­ტში ინ­ჟინ­რის, ლა­ბო­რა­ტო­რი­ის გამ­გის, გან­ყო­ფი­ლე­ბის უფ­რო­სი­სა და სე­ის­მუ­რი სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სის თა­ნამ­დე­ბო­ბებ­ზე მუ­შობ­და. 2003-2005 წლებ­ში მან, აკა­დე­მი­კოს ჯუმ­ბერ ლო­მი­ნა­ძეს­თან ერ­თად, და­ა­ფუძნა სა­ქარ­თვე­ლოს კოს­მო­სუ­რი კვლე­ვის ცენ­ტრი და იკა­ვებ­და ამ ცენ­ტრის დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლის თა­ნამ­დე­ბო­ბას, ხოლო 2003-2004 წლებ­ში და­ვით ზილ­ფი­მი­ა­ნი იყო სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­ბი­ტა­ლურ სად­გურ­ზე გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი პრო­ექ­ტის, LAZIO-SIRAD-ს თა­ნა­ავ­ტო­რი. 2004-2008 წლებ­ში კი წარ­მო­ად­გენ­და ევ­რო­პის კოს­მო­სუ­რი სა­ა­გენ­ტოს პრო­ექ­ტის EGLE-ს თა­ნა­ავ­ტორს.და­ვით ზილ­ფი­მი­ა­ნი 2011-2013 წლებ­ში NASA-ს "გო­დარ­დის“ ფრე­ნის ცენ­ტრში (მე­რი­ლენ­დი, აშშ) პრო­ფე­სორ პატ­რიკ ტე­ი­ლორ­თან, ახა­ლი და­ბა­ლი ორ­ბი­ტის სა­ტე­ლი­ტის პრო­ექ­ტზე მუ­შა­ობ­და. 2014 წლი­დან არის სა­ქარ­თვე­ლოს კოს­მო­სუ­რი ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნე­ლი. 2012 წელს და­ვით ზილ­ფი­მი­ან­მა კომ­პა­ნია "სტე­რეო პლუ­სი“ და­ა­ფუძნა, რომ­ლის ძი­რი­თად საქ­მი­ა­ნო­ბას წარ­მო­ად­გენს ტელე და რა­დიო-მა­უ­წყებ­ლო­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბა და წარ­მო­ე­ბა, სა­მა­უ­წყებ­ლო და სა­კო­მუ­ნი­კა­ციო ქსე­ლე­ბის შექ­მნა და ექ­სპლუ­ა­ტა­ცია. მას სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი შე­ექ­მნა წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის პი­რო­ბებ­ში და წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში უწევ­და სა­კუ­თა­რი ქო­ნე­ბის­თვის ბრძო­ლა. იხილეთ სრულად