ნიდერლანდებში Pfizer/BioNTech-ის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით მოსახლეობის ვაქცინაცია დაიწყო.
ადგილობრივი მედიის ცნობით, პირველი მოქალაქე ქვეყანაში, რომელსაც აცრა გაუკეთდა, მოხუცთა სახლის თანამშრომელი 39 წლის სანნა ელკადირია.
ნიდერლანდების ჯანმრთელობისა და გარემოს დაცვის ეროვნულმა ინსტიტუტმა გუშინ განაცხადა, რომ პირველ ეტაპზე მოხუცთა სახლების 269 000-მდე თანამშრომლის ვაქცინაცია იგეგმება.
CNN-ის ინფორმაციით, ნიდერლანდების მთავრობას ვაქცინაციის პროგრამის დაგვიანებით დაწყების გამო აკრიტიკებდნენ, ვინაიდან, როგორც ცნობილია, ევროკავშირმა ვაქცინაციის კამპანია 27 დეკემბერს, Pfizer/BioNTech-ის ვაქცინის დამტკიცებიდან რამდენიმე დღეში დაიწყო.