საქართველოში კორონავირუსით კიდევ 28 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 28 პაციენტი გარდაიცვალა. ინფორმაციას საკოორდინაციო საბჭო ავრცელებს.

„სამწუხაროდ, ბოლო 24 საათში გვაქვს კორონავირუსით გარდაცვალების 28 ახალი შემთხვევა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 2 694 პირი ემსხვერპლა“, - აცხადებენ საბჭოში.