Amazon აშშ -ში იაფი სახლების მშენებლობისთვის 2 მილიარდ დოლარს დახარჯავს - ვის შეეძლება იყიდოს უძრავი ქონება

Amazon.com Inc აშშ -ს რეგიონებში, სადაც მისი სამი ძირითადი დასაქმების ცენტრი მდებარეობს ხელმისაწვდომ სახლებს ააშენებს. პროექტისთვის კი 2 მილიარდ დოლარს დახარჯავს. „როიტერის“ ინფორმაციით, ამის შესახებ კომპანიის წარმომადგენლებმა რამდენიმე დღის წინ, მედიასთან საუბრისას განაცხადეს.

კომპანია მხოლოდ ვაშინგტონის შტატის პუგეტ საუნდის რაიონში 20,000 ერთეულ იაფ სახლს ააშენებს. იგივე იგეგმება ვირჯინიის არლინგტონში და ტენესის შტატის რაიონ ნეშვილში.

Amazon-ის გადაწყვეტილება კონკურენტმა კომპანიებმა გააკრიტიკეს. რადგან, მხოლოდ სან-ფრანცისკოში, სადაც Alphabet Inc და Facebook Inc სათაო ოფისები მდებარეობს, ათასობით დაქირავებული თანამშრომლებისთვის მათ იაფი ბინები უკვე ააშენეს. ამან დროთა განმავლობაში, ადგილობრივ ბაზარზე, უძრავ ქონებაზე ფასების ზრდა გამოიწვია, ამაზონის გადაწყვეტილება კი მათ ძლიერ კონკურენციას გაუწევს.

ამაზონის პროგრამა გათვლილი იქნება საშუალო და დაბალი შემოსავლის მქონე ოჯახებისთვის, მათ საშუალება ექნებათ ბინის შენარჩუნებისთვის დაბალპროცენტიანი სესხებით ისარგებლონ.

ცნობისთვის, ამაზონი ტექსასის შტატ, ქალაქ არლინგტონში მეორე შტაბს აშენებს, რომელსაც HQ2-ს უწოდებენ.

თეონა რამაზაშვილი