საიუველირო ნაწარმის ამერიკულმა კომპანიამ Tiffany & Co. ჩავლილ დღესასწაულებზე გაყიდვები რეკორდულად გაზარდა.
კომპანიის გაყიდვები 1-ლი ნოემბრიდან 31 დეკემბრამდე პერიოდში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 2%-ით გაიზარდა.
ამასთან, 50%-ით არის გაზრდილი გაყიდვები ჩინეთში, ხოლო ინტერნეტ გაყიდვები 80%-ით - განაცხადა კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა ალესანდრო ბოლიოლომ.
გავრცელებული ცნობით, 20%-ით არის გაზრდილი გაყიდვები აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში, იაპონიაში 8%-ით, ხოლო ევროპაში შემცირდა 8%-ით, ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაში კი 5%-ით იკლო.
2020 წლის ბოლოსთვის კომპანიას ჰქონდა 320 მოქმედი მაღაზია (122 ამერიკის კონტინენტებზე, 59 იაპონიაში, 87 აზია წყანრიო-ოკეანის ქვეყნებში, 47 ევროპაში და 5 საემიროებში), რაც 7-ით ნაკლებია წინა წლის მაჩვენებელზე.
Tiffany 1837 წელს შექმნილი კომპანიაა. ის ნიუ-იორკში დაარსდა. კომპანიაში 14 ათასამდე ადამიანია დასაქმებული.