რა გავლენა იქონია საფონდო ბირჟაზე აშშ-ში განვითარებულმა “შოკისმომგვრელმა“ მოვლენებმა

აშშ-ში კაპიტოლიუმის შენობაში განვითარებული მოვლენების შემდეგ, ყველა ელოდა, რომ საფონდო ბირჟაზე მდგომარეობა გართულდებოდა, ინვესტორები კი ბიზნეს რყევებს იგრძნობდნენ. მართლაც, მსგავსი პოლიტიკური კრიზისი ამერიკის ისტორიაში იშვიათად თუ ხდება. ქვეყნის ფინანსური სისტემა, რომელიც სტაბილურ სახელმწიფოებრივ ღირებულებებზე არის აგებული, ინვესტორების კეთილგანწყობის და დამოკიდებულის განმსაზღვრელია.

აშშ-ის ფინანსური ძალაუფლების და დამოუკიდებელი ბიზნესის განვითარებისთვის ყველა პირობა აქვს შექმნილი. მნიშვნელოვანი გარემო კი, პოლიტიკური სტაბილურობა ნამდვილად იყო. თუმცა, გუშინ, დონალდ ტრამპის მხარდაჭერები კაპიტოლიუმის შენობაში შეიჭრენ და ძალადობრივი გზით კონგრესის მუშაობა ჩაშალეს. ამ შოკისმომგვრელმა დღემ ამერიკის ისტორიაში უოლ სტრიტი “შეანჯღრია“.

თუ ბირჟის საქმიანობას შევაფასებთ, არეულობას საფონდო ბირჟაზე ნამდვილად არ უმოქმედია.

”ბაზარი დარწმუნებულია, რომ მოხდება ძალაუფლების მშვიდად გადაცემა. უფრო მნიშვნელოვანია, სამომავლო პერსპექტივები და ეკონომიკური სტიმულები “დემოკრატების“ სენატის ხელმძღვანელობით” - განაცხადა კომერციული ბანკის, AG- ის ფიქსირებული კურსის სტრატეგიის ხელმძღვანელმა კრისტოფ რიგერმა “ბლუმბერგთან“ საუბარში.

სენატმა არჩევანი “დემოკრატების“ სასარგებლოდ გააკეთა. ჯო ბაიდენის გამარჯვება კი ინვესტორების უმრავლესობისთვის მეტ ეკონომიკურ სტიმულთან ასოცირდება.

S&P 500-ის (საფონდო ბირჟის ინდექსი, რომელიც ზომავს აშშ-ს საფონდო ბირჟებზე ჩამოთვლილი 500 მსხვილი კომპანიის საფონდო საქმიანობას) ინდექსები 0,5%-ით გაიზარდა. სახაზინო შემოსავლებმა 1% -ზე მეტი შეადგინა, ხოლო დოლარი თითქმის, ყველა მიმართულებით გამყარდა. იმის გათვალისწინებით, რომ მოვაჭრეები რისკისთვის მზად არიან, ბიტკოინი 38,000 დოლარზე მაღლა ავარდა და კიდევ ერთ რეკორდულ ნიშნულს მიაღწია.

Twitter Inc.-ის აქციები 2.4% -ით დაეცა. გაერთიანებული სამეფოს სასურსათო მაღაზია J Sainsbury Plc- ის აქციებმა მოიმატა და 3.6% შეადგინა. კორონავირუსის ახალმა შეზღუდვებმა Ryanair Holdings Plc -ის აქციების 1.6% -ით შემცირება გამოიწვია.

“ბლუმბერგი“ ძირითად ცვლილებებს აქვეყნებს:

  • ფიქსირებული მაჩვენებლები S&P 500 ინდექსზე ლონდონის დროით 13:00 საათზე 0.3% –ით გაიზარდა
  • Stoxx Europe 600– ის ინდექსი 0,3%-ით გაიზარდა
  • MSCI Asia Pacific ინდექსი 0.8% -ით გაიზარდა
  • MSCI განვითარებადი ბაზრის ინდექსი 0,2% -ით გაიზარდა
  • დოლარის ინდექსმა თითქმის ყველა მიმართულებით 0.4% -ით მოიმატა და 11118.38 შეადგინა
  • ერთი ევრო 0,4%-ით დაეცა და 1,2274 დოლარი შეადგინა
  • ერთი ბრიტანული ფუნტი მცირედით შეიცვალა და 1,3605 აშშ დოლარი შეადგინა
  • იაპონური იენი დოლართან მიმართებაში 0,5% -ით გაუფასურდა და 103,59 შეადგინა
  • West Texas Intermediate-ის ერთი ბარელი ნედლი ნავთობი 0.6%-ით გაიზარდა და 50.76 დოლარი შეადგინა
  • ერთი უნცია ოქროს ფასი 0,1% -ით დაეცა და 1,916,64 აშშ დოლარი გახდა
თეონა რამაზაშვილი