გაერთიანებულ სამეფოში ჩასული პირებისთვის კორონავირუსზე ჩატარებული ტესტის ნეგატიური პასუხის წარდგენა სავალდებულო ხდება

გაერთიანებულ სამეფოში ჩასულმა პირებმა, მათ შორის ბრიტანეთის მოქალაქეებმა, კორონავირუსზე ბოლო 72 საათის განმავლობაში გაკეთებული ტესტის ნეგატიური პასუხი უნდა წარადგინონ, - ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს ტრანსპორტის დეპარტამენტში განაცხადეს.

ტრანსპორტის მინისტრის, გრანტ შაპსის თქმით, ცვლილებები „მომავალი კვირიდან“ განხორციელდება.

აღსანიშნავია, რომ ის პირები, რომლებიც ტესტის პასუხს არ წარადგენენ, 500 ევროთი დაჯარიმდებიან.

ამასთან, მოქალაქეები, რომლებიც გაერთიანებულ სამეფოში იმ ქვეყნებიდან ჩადიან, რომლებიც ე.წ. „სამოგზაურო დერეფნის სიაში“ არ არიან წარმოდგენილი, ვალდებულები არიან 10-დღიანი თვითიზოლაცია გაიარონ, მიუხედავად იმისა, დადებითია თუ უარყოფითია მათი ტესტის პასუხი.

ტრანსპორტის დეპარტამენტში აცხადებენ, რომ აღნიშნული ღონისძიებების მიზანი ქვეყნის კორონავირუსის ახალი ვარიანტების გავრცელებისგან დაცვაა.