კრიპტოვალუტების ბირჟაზე მსოფლიოში ყველაზე ძვირად ღირებული ციფრული ვალუტის ფასი კიდევ გაიზარდა და ამჯერად 40 ათას დოლარს გასცდა. ზრდამ 8,5% შეადგინა - იუწყება CoinDesk.
ამით კრიპტოვალუტის ფასმა მორიგ ჯერზე გააუმჯობესა ისტორიული მაქსიმუმი. მიმდინარე კვირის დასაწისში ამ კრიპტოვალუტის ფასმა 35 ათას დოლარიან ნიშნულს მიაღწია.
ბიტკოინი - ეს არის ბლოკჩეინის ტექნოლოგიაზე დაფუძნებული დეცენტრალიზებული სისტემის ციფრული ვალუტა, რომლის „მოპოვება“ შეუძლია სისტემის მონაწილე ნებისმიერ ადამიანს. ამისთვის საჭიროა ახალი ბლოკ-სისტემების შექმნა.
კონცეფცია თავდაპირველად 2008 წელს გამოქვენდა და მისი ავტორია სატოში ნაკამოტო. თუმცა ბიტკოინის პოპულარობის პიკი მხოლოდ ბოლო წლებში დაფიქსირდა. ბიტკოინის ემისია ჩვეულებრივი მეთოდით შეზღუდულია და ამ დროისთვის ბიტკოინების დიდი ნაწილი უკვე „მოპოვებულია“.