აშშ-ის სავაჭრო დეფიციტი გასული წლის ნოემბერში 8%-ით გაიზარდა ოქტომბერთან შედარებით და 68,1 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც მოსალოდნელ მაჩვენებლებზე მაღალია. ამის შესახებ ინფრომაციას ამერიკის ვაჭრობის სამინისტრო ავრცელებს.
ექსპერტებს ჰქონდათ მოლოდინი, რომ სავაჭრო ბალანსის დეფიციტი გაიზრდებოდა 67,3 მილიარდ დოლარამდე ნოემბერში. ისინი მოსალოდნელზე მეტ ზრდას დღესასწაულებზე მოსახლეობის მხრიდან პროდუქციის მასიურ შეძენას უკავშირებენ.
ამავე მონაცემების თანახმად, აღნიშნულ საანგარიშო პერიოდში იმპროტი 2,9%-ით გაიზარდა წინა თვესთან შედარებით და 252,3 მილიარდი დოლარი შეადგინა. ექსპორტი კი 1,2%-ით გაიზარდა და 184,2 მილიარდი დოლარი შეადგინა.
შეგახსენებთ, სავაჭრო დეფიციტის შემცირება იყო ამერიკის მოქმედი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის უმთავრესი საარჩევნო დაპირება, ამ მიზნით მან არაერთი რეგულაცია აამოქმედა და არაერთი სავაჭრო ხელშეკრულება გააფორმა ბოლო წლებში.