Facebook-ი საჯარო გვერდებისთვის “ლაიქების” ღილაკს აუქმებს

კომპანიამ Facebook Inc მიიღო გადაწყვეტილება გააუქმოს მოწონებების ე.წ. „ლაიქების“ ღილაკი სოციალური ქსელის საჯარო გვერდებისთვის, ისეთებისთვის როგორიცაა მსახიობების, საჯარო პირების და ბრენდების გვერდები - წერს Reuters.

Facebook-ის აღნიშნული ტიპის გვერდები მხოლოდ მიმდევრებს უჩვენებს და ასევე ხელმისაწვდომს დატოვებს კომენტარების ველს, სადაც მომხმარებლებს შეეძლებათ ინტერაქცია.

“ჩვენ ვხსნით Like-ებს და ფოკუსირებას ვახდენთ Follower-ებზე, რათა უფრო გავამარტივოთ ადამიანების ინტერაქცია მათ საყვარელ გვერდებთან“, - განმარტავენ Facebook-ში.

კოკა კვირკველია