აშშ-ის ადმინისტრაცია აჩერებს საბაჟო ტარიფების დაწესების რეალიზების გეგმას საფრანგეთიდან იმპორტირებულ 1,3 მილიარდი დოლარის ოდენობის პროდუქციაზე. ამის შესახებ ამერიკის სავაჭრო წარმომადგენლის რობერტ ლეიტჰაიზერის მიერ გავცრელებულ განცხადებაში წერია.
ვაშინგტონი გეგმავდა ტარიფების დადგენას პარიზის საპასუხოდ, რომელმაც ე.წ. ციფრული გადასახადი შემოიღო ამერიკული ტექნოლოგიური კომპანიებისთვის.
საბაჟო მოსაკრებელი 25%-ის ოდენობით ძალაში უნდა შესულიყო ხუთშაბათს და ის შეეხებოდა ფრანგულ პროდუქციას, მათ შორის ჩანთებს, საპნებს და კოსმეტიკას.
მანამდე პარიზმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ ამერიკული ტექნოლოგიური გიგანტებისგან გადასახდს ამოიღებდა 2020 წელს. როგორც ცნობილია, აღნიშნული გადასახდელის შემოღების გადაწყვეტილება საფრანგეთში 2019 წელს მიიღეს. ის ითვალისწინებს შემოსავლების 3%-ით დაბეგრვას ისეთი კომპანიების, რომელთა შემოსავლები მსოფლიო მასშტაბით აღემატება 750 მილიონს, ხოლო საფრანგეთში 25 მილიონ ევროს.