დეკემბრში სუბსიდირებული სესხების წილმა, ჯამურად გაცემულ იპოთეკურ სესხებში, 58% შეადგინა. ამის შესახებ „თიბისი კაპიტალის“ კვლევაშია აღნიშნული.
ამავე მონაცემების მიხედვით, დეკემბერში ახალი გაცემული იპოთეკური სესხები წლიურად 15.1%-ით შემცირდა.
ამასთან, ივლისის დასაწყისიდან, სუბსიდირების პროგრამის ფარგლებში გაცემულმა სესხებმა, ჯამურად გაცემული იპოთეკური სესხების 40% შეადგინა.