„თიბისი კაპიტალის“ კვლევის მიხედვით, ზღვისპირა სასტუმროებში იანვრის სამომავლო დატვირთულობამ 2% შეადგინა, 2% თბილისში და 7% კახეთში, ხოლო სხვა რეგიონებში ყველაზე მაღალი მაჩვენებელი, 12% დააფიქსირდა.
ამასთან, უქმეების დატვირთულობა გასულ კვირასთან შედარებით, მხოლოდ თბილისში, ზღვისპირეთსა და კახეთში გაიზარდა.
რაც შეეეხება ფასდაკლებებს, არსებული ჯავშნების მიხედვით, დეკემბერში ყველაზე დიდი ფასდაკლებები სხვა რეგიონების სასტუმროებში დაფიქსირდა, რასაც თბილისი და კახეთი მოყვება. ზღვისპირა სასტუმროებმა შედარებით დაბალი ფასდაკლებები შესთავაზა მომხმარებლებს.