გაერთიანებული სამეფოს მედიკამენტების სააგენტომ Moderna-ს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გამოყენების ნებართვა გასცა

გაერთიანებული სამეფოს მედიკამენტების სააგენტომ Moderna-ს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გამოყენების ნებართვა გასცა, - CNN-ის ინფორმაციით, ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დღეს გავრცელებულ პრესრელიზშია აღნიშნული.

”ეს კიდევ ერთი შესანიშნავი სიახლეა და კიდევ ერთი იარაღია ჩვენს არსენალში ამ საშინელი დაავადების წინააღმდეგ საბრძოლველად. ჩვენ უკვე 1.5 მილიონი ადამიანი ავცერით და Moderna-ს ვაქცინა საშუალებას მოგვცემს ვაქცინაციის პროგრამა კიდევ უფრო დავაჩქაროთ,“- განაცხადა გაერთიანებული სამეფოს ჯანდაცვის მინისტრმა მეთ ჰენკოკმა.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყანამ ვაქცინის დამატებით 10 მილიონი დოზის შესყიდვაზე შეთანხმებას მიაღწია, რაც იმას ნიშნავს, რომ საერთო ჯამში, Moderna-ს ვაქცინის 17 მილიონი დოზა აქვს შეკვეთილი.

შეგახსენებთ, ევროკომისიამ Moderna-ს ვაქცინის ევროკავშირის 27 წევრ ქვეყანაში გამოყენების ნებართვა ოთხშაბათს გასცა.