ვერტიკალური მეურნეობა, სადაც დღეში 1,5 ტონა მწვანელს მოიყვანენ - სინგაპურში ფერმის მშენებლობა იწყება

ვერტიკალური მეურნეობა, რომელიც სინგაპურში აშენდება, დღეში 1,5 ტონა მწვანილის წარმოებას შეძლებს. როგორც East fruit წერს, ფერმას გერმანული კომპანია &ever აშენებს, წარმოების დაწყებას კი, მიმდინარე წლის მეოთხე კვარტალში უკვე შეძლებს.

როგორც ცნობილია, პროექტს აფინანსებს სინგაპურის მთავრობა, რომელიც პანდემიური პირობების და სასოფლო სამეურნეო მიწების სიმცირის გათვალისწინებით, ადგილობრივი წარმოების განვითარებას სწორედ ამ გზით აპირებს.

როგორც &ever-ის აღმასრულებელი დირექტორი ჰენერ შვარცი აცხადებს, კომპანია შეეცდება კონკურენცია გაუწიოს ტრადიციული მეთოდით მოყვანილ ბოსტნეულს, შესაბამისად, მსურველებს ცოცხალი პროდუქტების შეძენა სახლიდანაც შეეძლებათ.

greens-480x320-1610112115.jpg

მისივე ინფორმაციით, ვერტიკალურ ფერმაში მოყვანილი მცენარეები დიდი ხნის განმავლობაში ინარჩუნებს ცოცხალ არომატს.

ამასთან, გერმანულმა კომპანიამ გრანტი ქვეყნის მთავრობისგან მიიღო, რომელმაც გადაწყვიტა, რომ ადგილობრივი კვების მრეწველობის განვითრება დააჩქაროს. ეს გადაწვეტილება კი მას შემდეგ მიიღო, რაც კორონავირუსის პანდემიამ საკვების მომარაგებას ხელი შეუშალა.

greens1-391x260-1610112130.jpg

როგორც ცნობილია, სასოფლო-სამეურნეო მიწის სიმცირის გამო, სინგაპურში ბოსტნეულისა და ხილის მოყვანა არც თუ ისე მარტივია, ამიტომ ისინი მზად არიან ექსპერიმენტები ახალი მიდგომებით ჩაატარონ.

შვარცის ინფორმაციით, ელექტროენერგიის მოხმარების შემცირებისა და პროდუქტის საუკეთესო ფასის მისაღებად, კომპანია მზის ენერგიას და LED განათებას გამოიყენებს.

singapur1-1610112146.jpg

ნინი ქეთელაური