„წარმოუდგენელია გაურვეველ ვითარებაში ახალი ბრენდების შემოყვანა“

„წარმოუდგენელია გაურვეველ ვითარებაში ახალი ბრენდების შემოყვანა, რადგან ჩვენც არ ვიცით, როდის გავიხსნებით, რა პირობებით“, - ამის შესახებ „რითეილ გრუპ ჯორჯიას“ დირექტორმა რეზო მაღალაშვილმა „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ახალი მაღაზიების გახსნა გადაწყვეტილია, თუმცა როდის, ქვეყანში არსებული ვითარებიდან გამომდინარე, ჯერ-ჯერობით დაუზუსტებელია.

„ახალი მაღაზიების გახსნა დიდი ხანია გადაწყვეტილი გვაქვს, უბრალოდ, დროს ვარჩევთ, როდის გავაკეთოთ ეს. წარმოუდგენელია გაურვეველ ვითარებაში ახალი ბრენდების შემოყვანა, რადგან ჩვენც არ ვიცით, როდის გავიხსნებით, რა პირობებით. შესაბამისად, ველოდებით სიტუაციიის ნორმალიზებას, რათა ისე არ მოხდეს, რომ გავიხსნათ და ორი კვირის შემდეგ ისევ დახურვა მოგვიწიოს“,- განაცხადა რეზო მაღალაშვილმა.

ცნობისთვის, საუბარია, ქვეყანაში ახალი ბრედების შემოყვანასა და 6 ახალი მაღაზიის გახსნაზე, რომელსაც კომპანია გეგმავდა, თუმცა არსებულმა კოვიდ ვითარებამ, პროექტების განხორციელების ვადები კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა. როგორც რეზო მაღალაშვილმა „ბიზნესპრესნიუსს“ განუცხადა, მაღაზიების გახსნა 2021 წლისთვის იყო დაგეგმილი.

რაც შეეხება ბრედნებს, რომელთანაც მოლაპარაკებები მიმდინარეობს, „რითეილ გრუპ ჯორჯიას“ დირექტორის ინფორმაციით, ეს არის „მანგოს“ მამაკაცის ხაზი, იტალიური კოსმეტიკის და ასევე, თურქული კომპანიები.

შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის „რითეილ გრუპ ჯორჯია“ საქართველოში 35 ბრენდის 60-მდე მაღაზიას აერთიანებს.

ნინი ქეთელაური