გადაუდებელი სამუშაოების გამო, 11 იანვარს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

გადაუდებელი სამუშაოების გამო, 11 იანვარს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.

როგორც „თელასში“ აცხადებენ, ისნის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება კალოუბნის და აბრამიშვილის ქუჩების მოსახლეობას.

ამასთან, გადაუდებელი სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის, ბოგდან ხმელნიცკის, ქაქუცა ჩოლოყაშვილის, აბრამიშვილის, ლერწმის, მამუკინის, სახალხოს, ხევის და ჩარხის ქუჩების მოსახლეობას.

სამგორის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება მუხაძის, ახვლედიანის და ჩანტლაძის ქუჩების მოსახლეობას.

ასევე, მთაწმინდის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წავკისის, ამაღლების, ავთანდილის, ბოლო აღმართის და ოქროყანის ქუჩების მოსახლეობას.

საბურთალოს რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება პოლიტკოვსკაიას ქუჩის მოსახლეობას.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. მათივე ინფორმაციით, სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.