„თელასის“ ინფორმაციით, გადაუდებელი სამუშაოების გამო, 12 იანვარს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

გადაუდებელი სამუშაოების გამო, 12 იანვარს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია „თელასი“ ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, გლდანის რაიონში გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის VII მიკრორაიონის და მირაქიშვილის ქუჩის მოსახლეობას. საბურთალოს რაიონში გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: იოსებიძის ქუჩის მოსახლეობას. გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის ხეივნის (ნაწილობრივ) და ვაშლიჯვრის დასახლების (ნაწილობრივ) მოსახლეობას. ვაკის რაიონში გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ფალიაშვილის ქუჩის მოსახლეობას.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.