სტრასბურგში 10 იანვრიდან ე.წ. კომენდანტის საათი ამოქმედდება, რომლის ფარგლებშიც მოქალაქეებს 18:00-დან 06:00 საათამდე ქუჩაში ყოფნა აეკრძალებათ.
მედიის ინფორმაციით, საფრანგეთის მთავრობამ იანვრის დასაწყისში „კომენდანტის საათი“ ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილებში მდებარე 15 ოლქშიც დააწესა და შესაბამისად, ამ რეგიონებში მოქალაქეებს 18:00-დან 06:00 საათამდე სახლების დატოვების უფლება არ აქვთ.
საფრანგეთის პრემიერ-მინისტრის, ჟან კასტექსის თქმით, მთავრობა „კომენდანტის საათის“ შემოღებას კიდევ 10 რეგიონში განიხილავს. ჯერჯერობით მათ შორის პარიზი არ განიხილება.