ტყის ხანძრისგან გამოწვეული ავარიული გათიშვის გამო აფხაზეთის ნახევარი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია კომპანია „ჩერნომორენერგოზე“ დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ავარიულად გაითიშა ელექტროგადამცემი ხაზი „ფსოუ 220“, რომელიც ელექტორენერგიით ამარაგებს სოხუმს და აფხაზეთის მთელ დასავლეთ ნაწილს ფსოუმდე.
შეგახსენებთ, ოკუპირებულ აფხაზეთში რამდენიმე დღეა ძლიერ ტყის ხანძრებს ებრძვიან.