General Motors-ი ლოგოს ცვლის

General Motors-მა ახალი კორპორატიული ლოგო გამოაქვეყნა, რომელიც არის ამერიკული ავტოგიგანტის ახალი კამპანიის ნაწილი. ამ კამპანიის შესაბამისად, კომპანია ძირითად აქცენტს ელექტრომობილების წარმოებაზე გადაიტანს. ახალი ლოგო კი მათი ახალი იმიჯის - „მწვანე“ ავტომობილების მწარმოებლის სიმბოლოდ იქცევა.

ამგვარად, კომპანია თავის ლოგოს, 1964 წლის შემდეგ, პირველად შეცვლის. ახალ ლოგოზე ასო m ისეა სტილიზებული, რომ დასამუხტი მოწყობილობის დენის წყატოსთან შესაერთებელ სამკაპა ჩანგალს მოგაგონებთ.

ახალი კამპანიის ფარგლებში, General Motors-ი 2025 წლამდე პერიოდში, ელექტრომობილების და ავტონომიური ტექნოლოგიების განვითარებაზე, 27 მილიარდი დოლარის ინვესტირებას გეგმავს. ეს მას იმის საშუალებას მისცემს, რომ ამავე პერიოდში, ბაზარზე 30 ახალი ელექტრომობილი გამოუშვას.

„ისტორიაში არის მომენტები, როდესაც ყველაფერი იცვლება. ეს არის გარდატეხის წერტილები. ჩვენ ვთვლით, რომ ასეთი მომენტი დადგა და დროა, ელექტრომობილების მასობრივ წარმოებაზე ვიფიქროთ“, - ამბობს კომპანიის გლობალური მარკეტინგის დირექტორი დებორა ვალი.

General Motors-ი მალე ახალ ვებგვერდს გაუშვებს, რომელიც ელექტრიფიკაციის და ავტონომიური ტექნოლოგიების სფეროში, კომპანიის მუშაობას გააშუქებს.