მსოფლიოს უდიდეს გადამზღვევი კომპანიის, Munich Re-ს ინფორმაციით, 2020 წელს მომხდარი ბუნებრივი კატასტროფების შედეგად, მსოფლიო ეკონომიკისთვის მიყენებული ჯამური ზარალი, 210 მილიარდ დოლარს აღწევს. ამასთან, ამ კატასტროფების უმეტესი ნაწილი, გლობალური დათბობის პროცესით არის გამოწვეული.
გერმანული კომპანიის მონაცემებით, წინა წელს კატასტროფებით გამოწვეული ზარალის მოცულობამ 166 მილიარდ დოლარს მიაღწია. Munich Re-ში აცხადებენ, რომ ასეთი მკვეთრი ზრდის მთავარი მიზეზი, გლობალური დათბობაა და რომ ეს პრობლემა სასწრაფოდ გადაჭრას საჭიროებს.
ზარალის ნაწილი, კერძოდ 82 მილიარდი დოლარის ქონება, დაზღვეული იყო. წინა წელს, კატასტროფით გამოწვეული ზარალიდან, 57 მილიარდის ქონება იყო დაზღვეული. Munich Re-ს მონაცემებით, შარშან დაზღვევის სფერო ყველაზე მეტად, კორონვირუსის პანდემიამ აზარალა.
კლიმატის ცვლილება ის მთავარი ფაქტორია, რომელიც კატასტროფების გამოწვევას უწყობს ხელს. მოქმედების დროა“, - ნათქვამია Munich Re-ს მმართველი საბჭოს წევრ ტორსტენ იევორეკის განცხადებაში.
გერმანული კომპანიის მონაცემებით, ქარიშხლების სეზონი „ჰიპერაქტიური“ იყო. სულ 30 შტორმი დაფიქსირდა, რაც რეკორდია მანამდელ რეკორდზე, რომელიც 2005 წელს დაფიქსირდა, ორით მეტია.
Munich Re-ს ინფორმაციით, სითბური ტალღები და გვალვები, ხანძრების მთავარი გამომწვევია. მასშტაბურმა ხანძრებმა, აშშ-ის დასავლეთში 16 მილირდი დოლარის ზარალი გამოიწვია. ჩინეთში კი მთავარი ბუნებრივი კატასტროფა წყალდიდობაა, რომელსაც 17 მილიარდი დოლარის ზარალი მოჰყვა.