დენის ტარიფის მატება და ეროვნული ვალუტის გაუფასურება - სწორედ ამ ორ ფაქტორს ასახელებს მეხორბლეთა ასოციაციის ხელმძღვანელი ფქვილის გაძვირების ძირითად მიზეზად. ლევან სილაგავს თქმით, ამ ყველაფერს რუსული საექსპორტო ხორბლის გაძვირებაც ემატება.
ლევან სილაგავას თქმით, მხოლოდ დენის გაძვირებით ერი ტომარა ფქვილის ფასი წისქვილკომბინატებში 1.50 ლარიდამ 2 ლარამდე გაზრდის
,,რუსული საექსპორტო ხორბლის ფასის მატების გარდა, არსებობს კიდევ ორი გამოწვევა. პირველი - ეს არის ლარის გაუფასურება, რაც თავის გავლენას ახდენს ხორბლის შემოტანის ფასზე. მეორე კი, არის ახალი გამოწვევა, ეს არის ელექტროენერგიის ტარიფის მატება. წისქვილ-კომბინატები მუშაობენ დენზე და მისი გაძვირება გამოიწვევს ფქვილის გაძვირებას. გამომდინარე იქედან, თუ რა რაოდენობის ფქვილს უშვებენ და როგორია წისქვილ-კომბინატების სიმძლავრე 1 ტომარა ფქვილზე 1.50 ლარიდან 2 ლარამდე ზრდის ფქვილის ფასს ახალი ტარიფი.
მოგეხსენებათ, დღეს მასობრივი პურის მწარმოებელ ქარხნებს, მიეწოდებათ ფქვილი სუბსიდირებით. როცა პროგრამა იწყებოდა, (1-ელ დეკემბერს) საერთოდ სხვა ტარიფი იყო და დაანონსებულიც კი არ იყო ელექტროენერგიის საფასურის გადახედვა. თუმცა, მიუხედავად ამისა, რა შეიცვლებოდა, კომპანიებს აქვთ ვალდებულება 1-ელ თებერვლამდე ბაზარს ძველი ფასით აწვდიან ფქვილს, მიუხედავად იმისა წავლენ, თუ არა ჯარიმაზე. პირველ თებერვლამდე ეს პირობა პირნათლად სრულდება. ჯერ უცნობია, როგორი იქნება ახალი სატენდერო პირობები და რა მექანიზმი იმუშავებს პურის ფასის სტაბილიზაციისათვის. ეს მთავრობის გადასაწყვეტია. ჩვენ მათთან მუდმივი კომუნიკაცია გვაქვს და ვაყენებთ საქმის კურსში, ბაზარზე არსებული ვითარების შესახებ. ქვეყნის პრობლემა პურის ფასთან მიმართებით მთელი 2020 წელია გრძელდება და ყველა ეტაპზე მთავრობის პოზიცია უცვლელია, თუ ფასის ზრდის რისკი შეიქმნა, ისინი არც დაუშვებენ მასობრივი მოხმარების პურის ფასის ზრდას. ეს არის ამოცანა და ორი პრაქტიკული ამოცანით უკვე დავინახეთ შედეგი. პირველი ტალღის დროს ხორბლის, ხოლო მეორე პანდემიის დროს ფქვილის სუბსიდირების სახით“, - განაცხადა სილაგავამ ,,ბიზნესპრესნიუსთან“.
ცნობისთვის, საქართველოში 1-ლი იანვრიდან მოსახლეობისთვის ელექტროენერგიაზე გაზრდილი ტარიფები ამოქმედდა.ტარიფი 11–12 თეთრით გაიზარდა კომერციული საწარმოებისთვისაც. ამ შემთხვევაში სახელმწიფო სუბსიდირებას განახორციელებს იმ ადგილობრივი კომპანიებისთვის, რომლებიც პირველადი მოხმარების კვების პროდუქტებს აწარმოებენ. შეღავათი ეხებათ პურის ქარხნებს, თუმცა არა წისქვილ-კომბინატებს.