ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, 2020 წლის განმავლობაში საქართველოს დაახლოებით 1,515 მლნ საერთაშორისო ვიზიტორი ეწვია, რაც 2019 წელთან შედარებით 80.4%-ით ნაკლებია.
აღსანიშნავია, რომ 2020 წელს საქართველოში ყველაზე მეტი ვიზიტი თურქეთიდან განხორციელდა, უფრო კონკრეტულად საუბარია 335,949 ათას ვიზიტორზე. შემდეგ მოდის აზერბაიჯანი 295,175 ათასი ვიზიტორით, სომხეთი 261,295 ათასი ვიზიტორი, ხოლო რუსეთიდან ამ 2020 წლის განმავლობაში 209,169 ათასი ვიზიტორი შემოვიდა.
გარდა ამისა, გასულ წელს ყველაზე მეტი ვიზიტორი წითელი ხიდის სარფისა და ყაზბეგის საზღვრიდან შემოვიდა.
ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ნოემბერში ვიზიტორების 77% კაცია, რაც სავარაუდოს ხდის იმ ფაქტს, რომ გასულ წელს ქვეყანაში ვიზიტორები ლოჯისტიკური საქმიანობების განხორციელების გამო შემოვიდნენ.
ავტორი: ნოდარ სირბილაძე