"საქართველო, როგორც საინტერესო საინვესტიციო ქვეყანა, კიდევ ერთ წამყვან გამოცემაში იქნება წარმოდგენილი"

„საქართველო - საინვესტიციო ლოკაცია რომელსაც თქვენ ეძებდით“, - ამ სათაურით სპეციალური სტატია ბრიტანულმა ჟურნალმა FDI Alliance -მა საქართველოს საინვესტიციო გარემოსა და საინვესტიციო შესაძლებლობების შესახებ გამოაქვეყნა.

„საქართველო, როგორც საინტერესო საინვესტიციო ქვეყანა კიდევ ერთ პრესტიჟულ და წამყვან გამოცემაში იქნება წარმოდგენილი," - განაცხადა სააგენტოს "აწარმოე საქართველოში" დირექტორმა, მიხეილ ხიდურელმა.

სტატიაში აქცენტი გაკეთებულია საქართველოში წარმოების პოტენციალსა და იმ უპირატესობებზე, რასაც საქართველო საერთაშორისო კომპანიებს სთავაზობს.

სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" ინფორმაციით, FDI Alliance ჟურნალი კვარტალში ერთხელ გამოიცემა და ხელმისაწვდომია როგორც ბეჭდურად, ასევე ელექტრონული სახით. ყოველ გამოცემას 200 ათასზე მეტი მკითხველი ჰყავს, რომელთა უმრავლესობა მსხვილი ინტერნაციონალური კომპანიების წარმომადგენლები, მაღალი დონის მენეჯერები და ლოკაციის კონსულტანტები არიან.

იხ. სტატიის ბმული: https://bit.ly/38xul3B