ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის მართვისთვის განკუთვნილი 2905 საწოლია თავისუფალი.
თამარ გაბუნიას თქმით, ჰოსპიტალურ სექტორში 3939 კოვიდინფიცირებული იმყოფება. 250 პაციენტი კი რეანიმაციაში მკურნალობს.
„ჰოსპიტალურ სექტორში არის 3939 კოვიდდადასტურებული პაციენტი, 164 პაციენტი იმყოფება ტრიაჟის პროცესში, მათ შორის, 842 პაციენტი არის ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში, ეს მაჩვენებელიც სტაბილურად მცირდება, რაც ასევე მიუთითებს რეალურად შემთხვევების კლებას, რადგან რაც მეტია შემთხვევა, მით უფრო მეტია ის პროცენტი, ვინც ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში ხვდება.
250 პაციენტი იმყოფება რეანიმაციაში. ეს მაჩვენებელიც ბოლო 1 კვირის განმავლობაში სტაბილურად შემცირდა. თავისუფალი ამ დროისთვის არის 2905 საწოლი, ეს საწოლები ნარჩუნება მობილიზაციის მდგომარეობაში, ვიდრე არ გვექნება გარანტია, რომ შემთხვევების კლება სტაბილურია“,-აცხადებს გაბუნია.